ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე იჭიდავებს

სამხრეთ კორეაში გამართულ სამბოს მსოფლიო ჩემპიონატში საქართველოდან თორმეტი მოჭიდავე მიდის, მათგან ერთი ახალციხელი ბექა ბერძენიშვილია. იგი +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში იჭიდავებს.
მსოფლიო ჩემპიონატი სამხრეთ კორეაში 8-10 ნოემბერს გაიმართება. ჩემპიონატში მონაწილე 12 ქართველი სპორტსმენიდან ორი ქალია. ისინი სამბოში იჭიდავებენ.
ახალციხელი ბექა ბეძენიშვილი ჩემპიონატში 10 ნოემბერს იჭიდავებს. იგი +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეეცდება წარმატებით დაბრუნდეს.

როგორც სპორტსმენი ამბობს,  მისი ყველაზე დიდი სურვილი, ჩემპიონატში ოქროს მედლის მოპოვებაა:

„ეს იქნება უკვე მწვერვალი ჩემს კარიერაში. ვარ პრიზიორი, გასული წლის მსოფლიო ვიცე – ჩემპიონი და წელს, ნოემბერში, კორეაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიდან შევეცდები, რომ ოქროს მედლით დავბრუნდე. ჩემი ყველაზე დიდი სურვილი ამჟამად ეს არის“, – ამბობს ბერძენიშვილი.

ბექა წარმოშობით ახალციხის სოფელ წინუბნიდან არის. მისთვის ყველაზე დიდი წარმატება ევროპის ჩემპიონის ტიტულია, რომლიც 2016 წელს, რუსეთის ქალაქ ყაზანში +100 კგ. წონით კატეგორიაში მოიპოვა.

შემდეგ იყო „მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის“ ტიტული, რომლიც რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში, 2018 წელს მოიპოვა. ამავე წელს ბექა „საქართველოს აბსოლუტური ფალავანი“ გახდა.

ბოლო მნიშვნელოვანი წარმატება კი 2019 წლის ივნისში, ევროპული თამაშების ჩემპიონობა იყო,სადაც მსოფლიოს ოთხი და ევროპის ექვსგზის ჩემპიონი, ბელარუსი იური რიბაკი, არასრულ ორ წუთში 8:0 დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები