არჩილ თალაკვაძე: ჩვენ გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გავხდეთ ნატოს სრულფასოვანი წევრი
,,საქართველო არის სტრატეგიულ მზადყოფნაში ნატოში გაწევრიანებისთვის და ჩვენ გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გავხდეთ ნატოს სრულფასოვანი წევრები”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბათუმში გამართულ თავდაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, უცხოელმა სტუმრებმა კონფერენციაზე გააჟღრეს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიის მიმართულებით მკაფიო მხარდაჭრა აქვს.
“დღეს ჩვენმა პარტიორებმა ძალიან მკაფიო მესიჯები გააჟღერეს. თქვეს, რომ საქართველოს აქვს ძალიან მკაფიო მხარდაჭერა ეკონომიკური, დემოკრატიული მიმართულებით. მადლობა გადავუხადეთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, კონგრესმენების დელეგაციას საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებისთვის. ეს არის ძლიერი პოლიტიკური სიგნალი, რომელიც მიუთიებს რომ პარლამენტსა და კონგრესს შორის არის ძლიერი და მჭიდრო თანამშრომლობა”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ბათუმში “თავდაცვის და უსაფრთხოების” საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა. კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. უცხოელ მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარემ, არჩილ თალაკვაძემ და თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.