თორნიკე რიჟვაძე: ეს არის პლატფორმა, სადაც ჩვენ შეგვიძლია შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ არსებული გამოწვევები განვიხილოთ
,,ტრადიციულად ტარდება საქართველოს უსაფრთხოების კონფერენცია, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი. ეს არის პლატფორმა სადაც ჩვენ შეგვიძლია შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ არსებული გამოწვევები განვიხილოთ”,- ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
რიჟვაძის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია რომ კონფერენციაზე ოკუპაციის თემის კიდევ ერთხელ გაჟღერებაც მოხდა.
„საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია“ (GDSC) ბათუმში პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს ასევე სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და თავდაცვის მინისტრმა,ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართეს.