ბათუმში თავდაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია“ (GDSC) ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. კონფერენციის გახსნის შემდეგ, მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ და თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართეს.

დღევანდელ კონფერენციაზე ასევე მოწვეული სტუმრის რანგში, სიტყვით გამოვა ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი.

„დაარსების დღიდან GDSC საუკეთესო პლატფორმად იქცა თავდაცვისა და უსაფრთხოების აქტუალური საკითხების განხილვისა და დებატების თვალსაზრისით. ტრადიციულად, კონფერენცია მასპინძლობს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ექსპერტებსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, რომლებიც ინტერაქტიული სესიებისა და ღია დისკუსიების ფორმატში ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს საქართველოს, შავი ზღვის რეგიონის, ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და დღევანდელი საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესახებ.
„საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას“ (GDSC ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მასპინძლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები