ნიკეას ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის პროცესს ქუთაისის მერი ადგილზე გაეცნო

ქუთაისში, ნიკეას ქუჩის #21-ში, გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ, კახა ბოჭორიშვილთან ერთად გაეცნო.
„გზის ამ მონაკვეთზე, ყოფილი „აისის“ ქარხანასთან, მოსახლეობა რამდენიმე წელი ითხოვდა გზის შეკეთებას. ჩვენ გავითვალისწინეთ მათი მოთხოვნა. ხვალ კი მთლიანად დასრულდება გზის საფარის დაგება. მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და ტროტუარიც“, – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს კომპანია ,,გლობალ ბილდინგი” ახორციელებს. პროექტის ღირებულება 72339,55 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები