ხულოში მსოფლიოს ჩემპიონ ლაშა გობაძესთან შეხვედრა გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მცირე დარბაზში, მსოფლიოს ჩემპიონ ლაშა გობაძესთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ დიმიტრაძე, აჭარის ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ლაშა გობაძეს კიდევ ერთხელ მიულოცეს მსოფლიო ჩემპიონობა და სამომავლოდ მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ლაშა გობაძემ 2015 წელს, ლას-ვეგასში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი, ხოლო 2019 წელს ნურსულთანში გახდა მსოფლიო ჩემპიონი 82 კგ. წონით კატეგორიაში (ბერძნულ-რომაული სტილი).