ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა
ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის დაწყებამდე, ინციდენტი მოხდა. სასტუმროში საევაკუაციო სიგნალი ჩაირთო, რის გამოც კონფერენციის მონაწილეებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს. გამაფრთხილებელი ხმა დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში ისმოდა.
როგორც “რეგიონულ კვირას” “ჰილტონის“ ადმინისტრაციაში განაცხადეს, განგაშის სიგნალის ჩართვა სამზარეულოს დაკვამლიანებამ გამოიწვია.
მათივე თქმით, უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად დაცულია და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
ბათუმში, 10:00 საათზე, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის გახსნა იყო დაგეგმილი. ღონისძიებას ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ალიანსის სხვა მაღალჩინოსნები და ამერიკელი კონგრესმენები უნდა დასწრებოდნენ.