შოთა რეხვიაშვილი: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად 3 მილიონი ლარი დაიხარჯება 

ქვემო ქართლის რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, მხარის პირველი პირი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე სოფელს ესტუმრა, სადაც მრავალი წელია სასმელი წყლის პრობლემაა. რწმუნებულის განმარტებით, 2020 წლისთვის სოფელ ჯორჯიაშვილის, ბოგვის, საღრაშენის და არდისუბნის მოსახლეობა სასმელი წყლით მომარაგდება. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ბიუჯეტიდან მთავრობამ 3 მილიონი ლარი უკვე გამოყო. გარდა ამისა, რწმუნებული მოსახლეობას იმ პრობლემების მოგვარებასაც დაპირდა, რაც შეხვედრის ფარგლებში გაჟღერდა.
კერძოდ ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სოფლებში მოეწყობა გარე განათების სისტემა და ჩატარდება გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
რწმუნებულთან ერთად დღევანდელ შეხვედრას საქართველოს პარლამენტში თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი, გოდერძი ჩანქსელიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები