მარტვილში საკვირაო წირვას მეუფე გრიგოლი პირველად ატარებს

მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიის ახალი მმართველი, წალკელი მიტროპოლიტი გრიგოლი პირველ საკვირაო წირვას აღავლენს.

მარტვილის ტაძარში მრევლი და ეპარქიაში შემავალი სასულიერო პირებიც იმყოფებიან.

როგორც “რეგიონულ კვირას” ერთ-ერთმა სასულიერო პირმა განუცხადა, ჭყინდიდისა და მარტვილის ეპარქიაში მდებარე რეზიდენციაში წმინდა სინოდის მიერ მღვდელმთავრობიდან გადაყენებული პეტრე ცაავაც იმყოფება, თუმცა იგი წირვას არ ესწრება.

მამა პეტრე ცაავა არც მედიასთან გამოჩენილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები