გორში ქალმა სახლში იმშობიარა

გორში ორსული ქალმა, სასწრაფოს მისვლამდე, სახლში იმშობიარა. ინფორმაციას ამის შესახებ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე ავრცელებს.

ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, გამოძახებაზე მისულ მედიკოსებს სახლში ორსული და ჩვილი ბავშვი დახვდათ.

“დღეს გორის სასწრაფო დახმარება გამოძახებიდან კიდევ ერთი სასიხარულო ამბით დაბრუნდა – ჯანმრთელი, ენერგიული და გამორჩეულად აქტიური ბიჭი საკუთარ სახლში დაიბადა!” – აცხადებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის წარმომადგენელი ავთანდილ თალაკვაძე.

როგორც ექიმი, მაია ნაოჭაშვილი წერს, გზა, ადამიანთა გადარჩენიდან ახალი სიცოცხლის დაბადებამდე, მართლაც მნიშვნელოვანი და ღირსეულია.

“ასეთი შემთხვევების დროს, კიდევ უფრო ვრწმუნდებით, რომ ჩვენი გზა, ადამიანთა გადარჩენიდან ახალი სიცოცხლის დაბადებამდე, მართლაც მნიშვნელოვანი და ღირსეულია” – ამბობს  ექიმი მაია ნაოჭაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები