ბათუმში სახანძროს მანქანა ორმოში ჩავარდა
ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, სახანძროს მანქანა ორმოში ჩავარდა.
როგორც სახანძრო-სამაშველო სამსახურში აცხადებენ, ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გრუნტმა მანქანის სიმძიმეს ვერ გაუძლო და ორმოში ჩავარდა.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მანქანა თხრილიდან ამოყვანილია. აღნიშნულ ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი თვეა მიმდინარეობს.