“ვქმნით სამუშაო ჯგუფებს მოსახლეობასთნ და ერთად ვთანხმდებით კომუნიკაციაზე“ – ფოთში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

სამეგრელო–ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, პარლამენტის წევრი ლევან მგალობლიშვილი, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია და ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ქალაქ ფოთში, ჯიქიას, აპრილის, კოსტავას და გურიის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივების პრობლემებს გაეცნენ და მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრეს.

“რეგიონში შეხვედრები გრძელდება, დღეს ვიმყოფებით ქალაქ ფოთში. არის ისეთი ყოფითი პრობლემები, რომლის მოგვარებას უმოკლეს დროში შეიძლება და არის პრობლემები, რომელსაც დრო სჭირდება. ძირითადი პრობლემებია, კორპუსებში გადახურვის პრობლემები, კანალიზაციის და სანიაღვრე არხების წყლების პრობლემა და კეთილმოწყობა ეზოების. ჩვენ, სადაც შეხვედრებს ვაწარმოებთ, ვქმნით სამუშაო ჯგუფებს, მოსახლეობასთან ერთად ვთანხმდებით კომუნიკაციაზე და რაც მთავარია ვთანხმდებით პერიოდულ შეხვედრებზე, იმ პერიოდში, რა პერიოდშიც დავისახავთ ღონისძიებებს“- განაცხადა გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ.

ადგილობრივებმა, სამთავრობო გუნდთან შეხვედრისას, მათთვის აქტუალურ თემებზე ისაუბრეს და მომავალი წლის ბიუჯეტში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრებზე გამოკვეთილ პრიორიტეტულ საკითხთა შორის შიდა გზების რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების გაწმენდა დაასახელეს.

ფოთში, სამთავრობო პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს დაიწყო და ის მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები