გორში ბუხაიძის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
გორში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ბუხაიძის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა. როგორც „რეგიონულ კვირას“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, პროექტისთვის თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, სარეაბილიტაციო სამუშაოები კი სამშენებლო კომპანია „იბოლიამ„ შეასრულა.
პროექტის ფარგლებში, 322 მეტრიან გზის მონაკვეთზე მოიხსნა ამორტიზებული ასფალტის საფარი, მოეწყო ეზოებში შესასვლელები და ახალი ბეტონის ჩამკეტი ბორდიურები.
რეაბილიტაციის შემდეგ მოსახლეობა ქუჩაზე შეუფერხებლად გადადგილდება. ბუხაიძის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 128 647 ლარი გამოიყო.