ქვაბისხევში 8 ოჯახს მზის ჰელიო სისტემის წყლის გამაცხელებლები გადაეცა

ა.ო “მწვანე ბორჯომმა” ა.ო “სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრთან” ერთად პროექტის განხორციელება დაიწყო, სახელწოდებით “ქვაბისხევის ტყეზე მავნე ზეგავლენის შემცირება ენერგოეფექტური საშუალებების დანერგვით და გარემოსდაცვითი კამპანიების წარმოებით”.

პროექტის ფარგლებში, ქვაბისხევში 8 ბენეფიციარი ოჯახი შეირჩა და მზის ჰელიო სისტემის წყლის გამაცხელებელი გადაეცა.

უახლოეს მომავალში დაგეგმილია შერჩეული ოჯახებისთვის ენერგოეფექტური ღუმელების გადაცემა.

პროექტი დაფინანსებულია, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები