ბათუმში მიწისქვეშ დაზიანებული მილი მოაასფალტეს
ბათუმში, შალვა ნუცუბიძის ქუჩაზე, მიწისქვეშ დაზიანებული მილი მოაასფალტეს.
ფოტომასალა “რეგიონულ კვირას” ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა.
როგორც გაირკვა სამუშაოებს კომპანია “ზიმო” ახორციელებს.
ფაქტს გამორიცხავენ ბათუმის მერიაში.
მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ მუშა პროცესში მოხდა შეფერხება, რაც მალევე მოგვარდა.