ქუთაისში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი დააზიანეს
ქუთაისში მემორიალი, რომელიც აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნის უკვდავსაყოფად მოეწყო, დააზიანეს. ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას” ერთ-ერთმა აქტივისტმა ნიკა დეისაძემ გამოაქვეყნა.
როგორც “რეგიონულ კვირას” მერიის ზედამხედველობის სამსახურში განუცხადეს, ფაქტი სამართალდამცველებთან ერთად უკვე შეისწავლეს. საქმეზე მიმდინარეობს ძიება, რომლის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი თუ რა სანქციები გატარდება.