გიორგი ტყემალაძე ილია ჯიშკარიანზე: გამოძიების დასრულებამდე რაიმე შეფასების გაკეთება არასწორია
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საკრებულოს უმრავლესობის წევრის, ისნის მაჟორიტარი დეპუტატის ილია ჯიშკარიანის მიმართ მისი ბიუროს თანამშრომლის ბრალდებას გამოეხმაურა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და საკრებულო მის დასრულებას დაელოდება.
„როგორც იცით, საქმე აღძრულია და მიმდინარეობს გამოძიება, რომლის დასრულების შემდეგაც ჩვენ შეგვეძლება შესაბამისი შეფასების გაკეთება. ალბათ, დამეთანხმებით, რომ გამოძიების დასრულებამდე წინასწარი შეფასების გაკეთება, არასწორი იქნებოდა“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
რაც შეეხება ილია ჯიშკარიანისთვის სადეპუტატო მანდატის შესაძლო შეწყვეტის საკითხს, საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი ნაადრევი და შეუძლებელია. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, გამოძიება აუცილებლად ობიექტურად წარიმართება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი გაკეთდეს შეფასებები.