დიმიტრი პესკოვმა საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, საქართველოსთან ავიამიმოსვლა მაშინ განახლდება, როდესაც გახდება ცხადი, რომ “აგრესიულ ჭრილში” დაბრუნება აღარ მოხდება.

“ფრენების განახლება მოსალოდნელი იქნება, როდესაც ვითარება გახდება ცხადი, რომ აგრესიულ ჭრილში დაბრუნება აღარ მოხდება. შეგვიძლია საუბრის პირველი მაგალითების კონსტანტირებაც – იცით, ნიუ-იორკში ორი ქვეყნის მინისტრების შეხვედრის შესახებ – ეს პოზიტიური ფაქტია”,-აღნიშნა პესკოვმა.

მისივე თქმით, ახლა საჭიროა “მოთმინებით ავივსოთ და ავიამიმოსვლის აღდგენისთვის შესაბამის მომენტს დაველოდოთ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები