რუსული ავიაკომპანიები საქართველოსთან ფრენების შეჩერების გამო, რუსეთის მთავრობისგან დანაკარგების ანაზღაურებას ითხოვენ

რუსული ავიაკომპანიები საქართველოსთან ავიამომოსვლის შეჩერების ფონზე, ქვეყნის მთავრობას დანაკარგების ანაზღაურების პირობას ახსენებენ.

კერძოდ, როგორც ირკვევა ავიაკომპანია “პობედამ” ტრანსპორტის სამინისტროსთვის წერილი მოამზადა, სადაც საუბარია, რომ მათი დანაკარგი 1 მლრდ. რუსულ რუბლს შეადგენს. თუმცა, კომპანიაში დანაკრგის ანაზღაურების არ სჯერათ.

“პობედა” ფრენებს თბილისსა და ბათუმში ეკატერინბურგიდან, ყაზანიდან, როსტოვიდან და პერმიდან ახორციელებდა.

ამის შესახებ რუსული “კომერსანტისთვის” გახდა ცნობილი.

გამოცემას რამდენიმე ავიაკმპანიაში წყაროებმა განუცხადეს, რომ “არაფერს აღარ ელოდებიან”.

ფრენების შეჩერებამდე საქართველოში “აეროფლოტი”, “პობედა”, S7, “ურალის ავიახაზები”, Red Wings და Smartavia დაფრინავდნენ.

S7-ში აცხადებენ, რომ მათი დანაკარგი 600 მლნ. რუბლს შეადგენს, Red Wings-ი 200 მლნ რუბლით დაზარალდა.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ ზარალის ანაზღაურების საკითხი “მუშავდება”. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ავიაკომპანიების დანაკარგის დათვლის მეთოდიკა ოქტომბრის შუა რიხცებისთვის უნდა იყოს მზად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები