ბათუმში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების ვიზიტი იწყება
ბათუმი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებს უმასპინძლებს. დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენელი იქნება, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტვიელერი უხელმძღვანელებს.
ვიზიტის ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში, საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთნ დაკავშირებულ ყველა საკითხს განიხილავენ. გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის წევრებთან ორმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი. შეხვედრები გაიმართება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთანაც.