გურიაში აზიური ფაროსანას რაოდენობა, წინა წლებთან შედარებით, საგრძნობლად შემცირებულია

გურიის რეგიონში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, სიმინდის მოსავლის აღების პროცესს დაესწრნენ და იმ წარმატებულ ფერმერებს შეხვდნენ, რომლებმაც აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პარალელურად, საკარმიდამო ნაკვეთებში დროული აგროსამუშაოები განახორციელეს.
ფერმერების თქმით, მავნებლის რაოდენობა წინა წლებთან შედარებით, საგრძნობლად შემცირებულია და სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, სიმინდის კარგი ხარისხის მოსავალი აქვთ. გურიის რეგიონში, ადგილობრივი ფერმერები საკარმიდამო ტერიტორიებზე მავნებელს მექანიკური მეთოდებით ებრძვიან და აღნიშნავენ, რომ ყველაზე ეფექტური “მოიზიდე და გაანადგურე” სადგურების გამოყენებაა, რომელთა დახმარებით დიდი რაოდენობით მავნებელი ნადგურდება.
მიმდინარე წელს, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სპეციალიზებული ტექნიკით გამოყენებით, სიმინდის მასივების 70 235.50 ჰა ფართობი დამუშავდა, სოფლის ტერიტორიების 39 813.15 ჰა ფართობი, ხოლო ტყის პერიმეტრის 9 362.75 ჰა ფართობი, რამაც ჯამში 127 411.40 ჰა ფართობი შეადგინა.
ამ დროისთვის საკარმიდამო ფართობები თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება. ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, სოფლის ტერიტორიებზე და ტყისპირა პერიმეტრებზე გაორმაგებული რაოდენობით სადგურები “მოიზიდე და გაანადგურე” მონტაჟდება და ცივი შესხურების მეთოდით ხდება მათი წერტილოვანი დამუშავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები