აზიური ფაროსანა, ციტრუსის ბაღებში საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, აღარ ფიქსირდება
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარების შედეგად ციტრუსის ბაღებში არ ფიქსირდება. მავნებლის მონიტორინგის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს, საკოორდინაციო მართვის ცენტრისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მერიასა და ნატანებში იმყოფებოდნენ, სადაც ციტრუსის ბაღები დაათვალიერეს და არსებულ მდგომარეობას ფერმერებთან ერთად გაეცნენ.
ადგილობრივი ფერმერების განცხადებით, წელს ციტრუსის კარგ მოსავალს ელოდებიან, რადგან ბაღებში მავნებელი აღარ ფიქსირდება. ფაროსანას განადგურების საქმეში მნიშვნელოვანია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და მექანიკური მეთოდებით ბრძოლა, რათა მომდევნო წელს მავნებელი, სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე არ გავრცელდეს. ამ პერიოდისთვის აზიური ფაროსანა მოზამთრე ფაზაშია და ტყის მასივებიდან შენობებისკენ მიგრირებს. ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი, კი საკარმიდამო ტერიტორიებზე “მოიზიდე და გაანადგურე” სადგურების დამონტაჟებაა, რომლებიც დიდი რაოდენობით მავნებელს იზიდავს და ადგილზე ანადგურებს.
გურიის რეგიონში, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, საკარმიდამო ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიით, ხოლო სოფლებში კონკრეტული ლოკაციები ცივი შესხურების მეთოდით მუშავდება.