გორში კამპანია “წყალი ყველასთვის” დაიწყო
გორში კამპანია “წყალი ყველას” დაიწყო, რომელიც სასმელი წყლის რესურსის რაციონალური მოხმარების მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.
პროექტის პრეზენტაციას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე-პაატა ივანიშვილი პროექტის ორგანიზატორები, ფინანსური მხარდამჭერები და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისათვის გარემოსდაცვითი აქტივობების გამართვა იგეგემება. პროექტში ბიზნეს და საჯარო სექტორიც ჩაერთვება. კამპანია 2020 წლის ივნისამდე გაგრძელდება.