ბათუმში ფოტო-გამოფენა “სელას კვალდაკვალ” გაიმართა
ბათუმის ხელოვნების სივრცეში ფოტო-გამოფენა “სელას კვალდაკვალ” გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე გამოფენასთან ერთად პარალელურ რეჟიმში ღამის ჩვენებები ჩატარდა.
ფესტივალს ფრანკფურტის, სუვონის ფოტო- ფესტივალის დირექტორები და ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფოტოგრაფები სტუმრობდნენ.
“ვიქტირიო სელა სვანეთის ერთხელ დათვალიერებით არ დაკმაყოფილდა, მთებზე შეყვარებულს საოცარი ძალით იზიდავდა ეს მხარე. იტალიელი ავტორი – მონიკა ელენა და ფოტოგრაფი – სალვადორე კოსტა სელას ფოტოებზე აღბეჭდილი ადამიანების შთამომავლებს ესტუმრნენ და მათთან ერთად ქელეხის სუფრაზე ისხდნენ, რომელიც სვანეთის სამგლოვიარო რიტუალის განუყოფელი ნაწილია. მათ სვანეთის მთები, უძველესი ეკლესიები, კოშკები შემოიარეს და უშბას ყურებით ტკბებოდნენ. ასევე გაიცნეს მოხუცები, რომლებსაც სვანეთი არასოდეს დაუტოვებიათ”, – განაცხადა “ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის” პიარ-მენეჯერმა ნატა შაინიძემ.