სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ავთანდილ გალდავა დაინიშნა, აღნიშნული ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
ავთანდილ გალდავა 2017 წლიდან სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებდა, მანამდე თბილისის პოლიციის სხვადასხვა სამმართველოში მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი – ნიკოლოზ დიასამიძე, შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ გადაინაცვლებს.