მარნეული-თეთრიწყარო-წალკის გზის რეაბილიტაცია სრულდება

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზის, ალექსეევკა-მენკალისას 6.8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ასფალტ-ბეტონის საფარი იგება, სანიაღვრე არხები, ხელოვნური ნაგებობები და ავტოპავილიონები კეთდება.

პროექტის ღირებულება 3.8 მილიონი ლარია და სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.

სამუშაოები მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის III პროექტის (SLRP III) ფარგლებში განხორციელდა.

აღნიშნულ გზაზე მარნეული-ხაიშის დამაკავშირებელი 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები