ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა აჭარაში ყველაზე უხუცესი ქალბატონი მოინახულეს
ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ხულოში მცხოვრები აჭარაში ყველაზე უხუცესი მოქალაქე მოინახულეს.
ფიქრიე ირემაძე 114 წლისაა, მას 4 შვილი, 16 შვილიშვილი, 9 შვილთაშვილი და 6 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.
უხუცესი მერის მოადგილე ასლან შაინიძემ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ბულბული აბაშიძესთან და საკრებულოს წევრ ზაურ გობაძესთან ერთად მოინახულა.
ხელმძღვანელმა პირებმა უხუცესს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და სიმბოლურად საჩუქრები გადასცეს.