ნავანებში ახალი ხიდის მშენებლობა დაიწყო

ხულო-ნავანების საავტომობილო გზაზე ახალი ხიდის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოებს შპს „ხელვაჩაურის საგზაო“ ასრულებს და პროექტის ღირებულება 92 270 ლარს შეადგენს.
როგორც “კვირას” ხულოს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში 10 მეტრი სიგრძის ახალი ხიდი აშენდება და მოეწყობა მასთან მისასვლელი გზაც. მიმდინარე წელს აჭარის ა/რ საგზაო დეპარტამენტის ბიუჯეტიდან ხულოს მუნიციპალიტეტისათვის 11,3 მილიონამდე ლარი დაიხარჯება, რომელიც გზებისა და ხიდების მშენებლობას მოხმარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები