ლევან გორგილაძე: აგროტურიზმის განვითარება ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების წინაპირობაა

აჭარაში რთველის სეზონი დაიწყო. სოფლად მცხოვრები ფერმერები ბაღჩეულ კულტურებს, ხეხილსა და ყურძენს აბინავებენ, თუმცა ქედის მუნიციპალიტეტში რთველი მაინც ვენახთან და ყურძნის დაწურვასთან ასოცირდება. სოფელ სირაბიძეების მკვიდრმა ბიჭიკო დიასამიძემ ჩხავერის ბაღი მესამე წელია გააშენა და 1 700 ძირ ვენახს, როგორც თვითონ ამბობს, შვილით უვლის. ახალ ბაღში ორ ტონამდე მოსავალს ელის და სარეალიზაციოდ ბაზარიც უკვე შერჩეული აქვს. სადემონსტრაციო ნაკვეთი მუნიციპალიტეტის მერმა ლევან გორგილაძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ტიტე აროშიძესთან და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად დაათვალიერა, სადაც რთველის პროცესში ჩაერთო.

“ფერმერს ადგილზე მივულოცეთ ბარაქიანი მოსავალი და ინფორმაცია მივაწოდეთ იმ სერვისებზე, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ მიმართულებით პროგრამებისა თუ ქვეპროგრამების საშუალებით ახორციელებს. მსგავსი ტიპის ბაღების სიმრავლე ნიშნავს, აგროტურიზმის განვითარებას მუნიციპალიტეტში და ეს გახლავთ ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების წინაპირობა”, – განაცხდა ლევან გორგილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები