კახეთში 1ოქტომბრის მონაცემებით, 195 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული
კახეთში, რთველის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით 1 ოქტომბრის მონაცემებით, რეგიონში 195 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული აქედან: 120 ათასი ტონა რქაწითელი, 63 ათასი ტონა საფერავი, 4,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ყურძენს რეგიონში მოსახლეობისგან 54 საწარმო იბარებს. ყურძნის დღეღამური გადამუშავება ამ ეტაპზე 10 ათასი ტონამდეა, რაც რთველის პროცესის დასკვნითი ეტაპის მაჩვენებელია. შტაბის ცნობით, წელს კახეთის რეგიონში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან და მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებულია. საკოორდინაციო შტაბი რთველის დასრულებამდე ფუნქციონირებას განაგრძნობს, როგორც კახეთში ასევე, აქტიურ მუშაობას რაჭაში იწყებს.