“საზღვართან, რომ მიდგამენ კოტეჯს, წავიდნენ და თვითონ იცხოვრონ იქ შიშში” – “ლელოს” ულტიმატუმი – რა ბედი ეწევა რაზმაძეებისთვის განკუთვნილ კოტეჯს

რაზმაძეების ოჯახისთვის გადასაცემი კოტეჯი ამ დროისთვის გუგუტიანთკარის საჯარო სკოლის ეზოშია განთავსებული. როგორც პოლიტიკური მოძრაობის პრესსამსახურის წარმომადგებელმა, ქეთი ნიჟარაძემ “კვირას” განუცხადა. “ლელომ” რაზმაძეების ოჯახს მოსაფიქრებლად, ორი დღის ვადა მისცა.
“ამ დროისთვის რაზმაძეებისთვის განკუთვნილი კოტეჯი გუგუტიანთკარის სკოლის ეზოში მანქანითაა განთავსებული. გვინდოდა დასაწყობება, მაგრამ სამწუხაროდ ამის უფლება არ მოგვცეს. ორი დღის ვადაში ველოდებით რაზმაძეებისგან პასუხს კოტეჯის დადგმის თაობაზე. ჩვენ ამ დრომდე, კოტეჯის გადაცემა არავისთვის შეგვითავაზებია, უარს ნამდვილად არავინ იტყვის, რადგან ძალიან ბევრი უსახლკაროა.  ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია კოტეჯის ჩადგმა გუგუტიაანთკარში  მოხდეს”,- განაცხადა ქეთი ნიჟარაძემ.
რაზმაძეების ოჯახი კ,კოტეჯის გუგუტიანთკარში დადგმასა და იქ ცხოვრებაზე უარს აცხადებს. ლევან რაზმაძის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია თითქოს მისმა ოჯახმა “ლელოს” მერიის წინ აქციაზე შეერთების პირობა მისცა, სიცრუეა.

დამცინიან ალბათ, რა მნიშვნელობა აქვს სად ჩავდგამ კოტეჯს. თუ მე მაჩუქეს, სადაც მინდა იქ ჩავდგამ. დღეს გაუკეთებიათ „ლელოს“ მოძრაობიდან განცხადება, რომ ვითომ გუშინ ჩვენ პირობა მივეცით, რომ მერიის წინ აქციას შევუერთდებოდით – ტყუილია ეგ ამბავი. გუშინ მხოლოდ ის გვითხრეს კოტეჯი უნდა გადმოგცეთო. დავიღალეთ უკვე ამ საკითხით. საზღვართან, რომ მიდგამენ კოტეჯს, წავიდნენ და თვითონ იცხოვრონ იქ. ყოველ დღე შიშში ვცხოვრობთ. თუ პოლიტიკურ თემად უნდოდათ ამის გამოყენება ჩემი ოჯახი მაგ ამბავში არ აყვება“,- განაცხადა ლევან რაზმაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები