წელს პირველად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში საბავშვო ბაღი გაიხსნა
წელს პირველად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში საბავშვო ბაღმა დაიწყო ფუნქციონირება. სოფლებში: გურნა, ჯვარისა, სოჩხეთი, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებში, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, შშმ პირებისთვის ადაპტირებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები მოეწყო, რომელიც ავეჯითა და ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ პატარებს ახალ გარემოში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესიის დაწყება პირადად მიულოცა. სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ასევე, განახლდა კურსების საბავშვო ბაღში. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში ორპირის, ხრესილსა და ახალსოფლის საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას მოგვიანებით დაიწყებს.