აჭარის მთავრობა ათეულობით შენობის რესტავრაციასა და აღდგენას გეგმავს

დღეს აჭარის მთავრობის მორიგი გასვლითი სხდომა გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, მათ შორის კულტურულ მემკვიდრეობაზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება. რეაბილიტაცია უკეთდება ისეთ მნიშვნელოვან ძეგლებს როგორიცაა ხიხანის ციხის კოშკი, ხინოს ნაეკლესიარის კონსერვაცია, გონიოს ციხე და პეტრას ციხე.

“ჩვენ განსაკუთრებულად ვცდილობთ მოვახდინოთ ყველა იმ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრირება, რომელიც გვაქვს აჭარის ტერიტორიაზე. ამ მიმართულებით აჭარის ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარამდე იხარჯება. კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია ფონდმა „ქართუმ“ 3 მილიონ ლარით დააფინანსა, რისთვისაც საჯაროდ მინდა მადლობა გადავუხადო. მოხდება დაახლოებით 10-ზე მეტი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენა-რესტავრაცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ძეგლების შენარჩუნებისთვის, ასევე იმ მზრუნველობისთვის, რომელიც საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან. ასევე, ძველი ბათუმის მიმართულებითაც გვაქვს გარკვეული გეგმები, რომელიც მიზნად ისახავს ათეულობით შენობის რესტავრაციასა და აღდგენას”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები