ტყიბულის შახტაში დასაქმებულებს დაგვიანებული ხელფასები დღეს დაერიცხათ
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში დასაქმებულებს დაგვიანებული ხელფასები დღეს დაერიცხათ. შახტები ახალი ინვესტორი კომპანიის “Steel International trades company” დაქვემდებარებაში გადავიდა, რომლის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩოჩიამ მეშახტეებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ კომპანია ხელფასებს ორშაბათიდან აუნაზღაურებდა მათ.
ტყიბულში რამდენიმე დღის წინ 30-მდე მეშახტე დაგვიანებული ხელფასების გამო, შახტაში იყო ჩასული და აღნიშნულ საკითხს აპროტესტებდა. პროტესტის მესამე დღეს მათ ეკონომიკის მინისტრი – ნათია თურნავა შეხვდა და მოთხოვნის დაკმაყოფილების დაპირების შემდეგ, მეშახტეების პროტესტიც დასრულდა.