თელავში მუსიკის მე-10 საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა
თელავში მუსიკის მე-10 საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. დასკვნით კონცერტზე ცნობილ სოლისტებთან – პიანისტ ელისო ვირსალაძესთან და ჩელისტ ალექსანდრ ბუზლოვთან ერთად, საფესტივალო ორკესტრმა ჩაიკოვსკის, შოსტაკოვიჩისა და შუმანის ნაწარმოებები შეასრულა.
კონცერტს არიელ ცუკერმანი დირიჟორობდა.
ფესტივალის ფარგლებში, 7 კონცერტი და 10-ზე მეტი მასტერკლასი გაიმართა. ასევე ახალი პროექტის “საუბრები მუსიკაზე” პრეზენტაცია შედგა.
მუსიკის ფესტივალი თელავში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.