ხობში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა

ხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ორი მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია. ზუგდიდის სამედიცინო ჰოსპიტალ “ევექსის” კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას ინფორმაციით, დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, მეორე დაშავებულისა კი – საშუალო სიმძიმის.
„ერთ-ერთი მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულდ მძიმეა. მას გულმკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ხერხემლის მრავლობითი ტრავმა და წელის მალის მოტეხილობა აღენიშნება“,- განუცხადა „რეგიონულ კვირას“ სულხან ორჟონიამ.
მისვე ინფორმაციით, მეორე დაშავებულ მამაკაცს ლავიწ-აკრომიონის ტრავმული გაგლეჯვა აღენიშნება, მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ორჟონიას თქმით, ორივე მათგანს შესაბამისი მკურნალობა უტარდება და ექიმების ზედამხედველობის ქვეშ არიან.
ხობის მუნციპალიტეტის სოფელ ქვალონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
შსს-მ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები