ხობის მუნციპალიტეტის სოფელ ქვალონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.
დაშავებულები სასწარფო დახმარების ბრიგადამ ხობის საავადმყოფოში გადაიყვანა.
შსს-მ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.