ირაკლი შიოშვილი: ჩვენი შეხვედრები ხალხთან მყარ და ხშირ ურთიერთობას ემსახურება, რათა მათი პრობლემები 2020 წლის ბიუჯეტში ავსახოთ

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, ირაკლი შიოშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დედოფლისწყაროს და მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილობრივების ძირითად პრობლემებს წყალმომარაგების სისტემის გაუმართაობა, გზების ინფრასტრუქტურა, სკოლებსა და ბაგა-ბაღებში ელექტრო ენერგიის სისტემის გაუმართაობა და ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა წარმოადგენდა. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივებს აღნიშნული პრობლემების 2020 წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად ასახვას დაპირდნენ.

​როგორც “კვირას” სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ირაკლი შიოშვილმა განუცხადა მოსახლეობასთან შეხვედრების მიზანი მოსახლეობების საჭიროებების ადგილზე გაცნობასა და პრობლემების მომავალი წლის ბიუჯეტში ასახვას ემსახურება.
“ჩვენი შეხვედრები ემსახურება იმას რომ, რაც შეიძლება მყარი და ხშირი ურთიერთობა გვქონდეს ხალხთან, რათა გავიგოთ მათი გულის ტკივილი და ეს ასახული იქნას 2020 წლის ბიუჯეტში. აქ იქნა გაჟღერებული მოსახლეობის მრავალი სურვილი და ეს სურვილები ემსახურება ძირითადად ჯანდაცვის, სოციალური და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო თემას. ეს ყველაფერი იქნება დაწერილი ოქმის მხრივ და შემდგომში უკვე ეს იქნება სამოქმედო გეგმა რაიონის მერიისთვის, რომ შემდგომ ისე დაგეგმოს 2020 წლის ბიუჯეტი, რათა ხალხმა იგრძნოს, მათი სურვილები როგორ იქნება ასრულებული”,- განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.
​შეგახსენებთ, შეხვედრები მმართველი გუნდის ინიციატივის “დიალოგი ხალთხან” ფარგლებში ივლისის თვიდან დაიწყო. მოსახლეობასთან შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უშუალოდ მოსახლეობისაგან იღებენ ინფორმაციას მათი საჭიროებებისა და პრობლემების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები