ბათუმში, ე.წ. “ოცნების ქალაქში” საპროტესტო აქცია გაიმართა
ბათუმში, ე.წ “ოცნების ქალაქში“, საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დროულად დაწყების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა. პროცესის გაჭიანურების გამო, აქციის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დაპირებას არ შეასრულებს.
როგორც აჭარის მთავრობაში განაცხადეს, აქციის მონაწილეთა შიში უსაფუძვლოა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, პროექტის პრეზენტაცია რამდენიმე დღეში იგეგმება, სამუშაოები კი 15 ოქტომბრამდე დაიწყება.