ბოლნისქალაქობა 2019“-ის ფარგლებში, თამაზ სტეფანიას სახელობის ახლად რეაბილიტირებული ქუჩა საზეიმოდ გაიხსნა

28 სექტემბერს, ბოლნისის ისტორიულმა უბანმა ყოველწლიურ სახალხო დღესასწაულს – „ბოლნისქალაქობა 2019“-ს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა და ბოლნისის საკრებულოს თავმჯდომარემ, თამაზ ჟორჟოლიანმა თამაზ სტეფანიას სახელობის ახლად რეაბილიტირებული ქუჩა საზეიმოდ გახსნეს. თამაზ სტეფანიას საცხოვრებელ სახლთან სასულიერო პირებმა ცნობილი ფეხბურთელის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ცნობით, ქუჩის რეაბილიტაცია ევროკავშირის გრანტით განხორციელდა. სამუშაოების შედეგად, ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილი დაიგო და საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემა მოწესრიგდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები