“მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება პირადად ისმენს ხალხისგან პრობლემებს” – ხარაგაულში ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს
მთავრობის ინიციატივის “დიალოგი ხალხთან ” ფარგლებში, შეხვედრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჩხერი, მარელისი, ქვები და ვახანი. აღნიშნული სოფლების მცხოვრებლების საჭიროებები ადგილზე მოისმინეს ხარაგაულის მერმა – ნიკოლოზ თოფურიძემ,ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა – კობა ლურსმანაშვილმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – ბესიკ გოფოძემ გამართეს.
როგორც ხარაგაულის მერმა “კვირასთან” აღნიშნა ადგილობრივი ხელისფულების წარმომადგენლები მოსახლეობასთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან.
“შეხვედრების ინიციატორი გახლავთ პრემიერ -მინისტრი. ჩვენ ადგილობრივი თვითმმართელობა სულ ვმოძრაობთ სოფლებში და მოსახლეობის პულსაციაზე გვიჭირავს ხელი. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება პირადად ისმენს ხალხისგან პრობლემებს, ძირითადი პრობლემა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში არის ტყეკაფები, შეშა და სამერქნეს მოპოვება. ტყეს გაფრთხილება უნდა, მაგრამ საჭიროა ახალი რეგულაციების შემოღება საკანონმდებლო დონეზე, რომ ხალხს შეუმსუბუქდეს ყოფა. ტყის ბილეთების გაცემა დაწყებულია. წელს, უკვე ძალიან ახლოს გამოიყო მოსახლეობისთვის ტყეკაფები, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ, ადვილად შეძლონ ახლო მანძილიდან შეშის მოტანა”,-აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ.
ბაღდათი-ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
“ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა სხვადასხვა სოფელში გავედით. პრობლემები, რა თქმა უნდა, არის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი კეთდება ხარაგაულში. ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული მსხვილი პროექტები, მათ შორის, ცენტრალური მაგისტრალი. როგორც ავტობანი, ასევე ხარაგაულის მეორე ნაწილში კეთდება ძირულიდან ჩუმათელეთამდე გადასასვლელი გზა. გვაქვს საშუალო დონის პროექტები, სხვადასხვა სოფლების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზები, მაგრამ მიუხედავად ამისა, კონკრეტულ სოფლებში აქვს მოსახლეობას პრობლემები, რომელზედაც პასუხისმგებელია, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება. არის საკითხები, რომელიც ცენტრალურ დონეზე უნდა გადაწყდეს. მე სრულად ვფლობ ინფორმაციას და ამის შესახებ ვაყენებ საკითხებს საკანონმდებლო დონეზე”,-აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.
შეგახსენებთ, შეხვედრები მმართველი გუნდის ინიციატივის “დიალოგი ხალთხან” ფარგლებში ივლისის თვიდან დაიწყო. მოსახლეობასთან შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უშუალოდ მოსახლეობისაგან იღებენ ინფორმაციას მათი საჭიროებებისა და პრობლემების შესახებ.