ცაგერში “საქართველოს ქალთა საბჭომ” ჰუმანიტარული აქცია გამართა

ორგანიზაციამ შშმ პირებს და სოციალურად შეჭირვებულ ადამიანებს ტანსაცმელი დაურიგა, ცაგერის ქალთა საბჭოს ორგანიზაციის წევრებმა და თავმჯდომარემ, გულნაზ გოლეთიანმა ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცეს.
როგორც გოლეთიანმა “კვირასთან” აღნიშნა, საქართველოს ქალთა საბჭო ძალიან ხშირად ანხორციელებს ჰუმანიტარულ აქციებს, გასულ თვეებში დააარიგეს ტანსაცმელი, მთავარ ბიბლიოთეკას უსასყიდლოდ გადასცეს ბავშვებისათვის საჭირო მნიშვნელოვანი ლიტერატურა, დედის დღეზე ესტუმრნენ რამდენიმე მრავალშვილიან ოჯახს და გაახარეს ბავშვები ტკბილეულითა და სათამაშოებით. “ქალთა საბჭომ ამჯერადაც გამოგვიგზავნა შეჭირვებული ადამიანებისათვის ტანსაცმელი. ასევე, ამ ორგანიზაციის მხარდამჭერმა, ძალიან კარგმა ქალბატონებმა, მაგდა ყურაშვილმა და სოფო ქელბაქიანმა, ამერიკიდან გამოგვიგზავნეს ეტლები, რომელსაც ორ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალბატონს გადავცემთ”,-განაცხადა გულნაზ გოლეთიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები