ზესტაფონში 3 სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია იწყება
მუნიციპალიტეტში წლის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო. სადგურ სვირი – ცხენთარო – აჯამეთის 10 კმ – მდე საავტომობილო გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მასშტაბურ პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 5 300 000 ლარია.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ ინფორმაცია, შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ გააცნეს.
საავტომობილო გზის მოწყობა არმირებული ბეტონის საფარით იგეგმება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული საგზაო – სამშენებლო კომპანია „ინდიკო“ შეასრულებს. საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წლის ოქტომბერში დასრულდება.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, აღნიშნული გზის მონაკვეთს, რომელიც 3 სოფელს აკავშირებს ერთმანეთთან, რეაბილიტაცია არასდროს ჩატარებია. რეაბილიტირებული გზით სარგებლობას 1500 – ზე მეტი ოჯახი შეძლებს.