სოფელ ხევაშენში მინი ფეხბურთის მოედანი მოეწყობა

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოფელ ხევაშენში მინი ფეხბურთის მოედნის მოწყობისათვის, 71 000 ლარზე ტენდერი გამოაცხადა. მინი საფეხბურთო მოედანი სიგრძეში 24 მეტრი იქნება, სიგანეში კი 12. მოედანთან ორ რიგად დამონტაჟდება სკამები, დაიდგმება კალათბურთის ფარებიც.
სოფელში ფეხბურთის მოედნის მშენებლობა, ხელშეკრულების გაფორმებიდან, 60 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს. შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა, საბოლო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან, ორი წელი იქნება.
ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის, წინადადებების მიღება პირველ ოქტომბერს იწყება და ოთხ ოქტომბერს 12:00 საათზე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები