ძეგლთა დაცვის სააგენტოს დაფინანსებით, ატენში სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა ეწყობა
გორის მუნიციპალიტეტში, ატენში, მე-7 საუკუნის სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკინგის, საპირფარეშოებისა, საფეხმავლო ბილიკისა და სავაჭრო ობიექტების მოწყობა დაიწყო. როგორიც ატენის ტერიტორიული ერთეული რწმუნებულმა, ნუგზარ მძინარაშვილმა “კვირას” განუცხადა, სამშენებლო სამუშაოებს, ტაძრის შემოგარენში, საქართველოს ძეგლთა დაცვის სააგენტო აფინანსებს და ხელშეკრულების თანახმად, 6 თვის ვადაში უნდა დასრულდეს.
“სამუშაოები ატენის სიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით, ერთი კვირაა რაც დაიწყო და 6 თვის ვადაში უნდა დასრულდეს. მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, საპირფარეშოები, კლდეზე დაკიდული გზები, ბაზის ტიპის სავაჭრო ობიექტები. ეს ყველაფერი მიმართულია რომ კიდევ უფრო მეტი ტურისტი მოვიდეს უძველესი არქიტექტურული ძეგლის სანახავად. სამუშაოები მთლიანად ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინსებით ხორციელდება”,- განაცხადა ნუგზარ მძინარაშვილმა.