ირაკლი ქადაგიშვილი პანკისის ხეობის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას დაპირდა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – ირაკლი ქადაგიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეთან – ლია გიგაურთან ერთად ახმეტის ოთხი სოფლის – წინუბანის, ხალაწანის, ჯოყოლოსა და ომალოს მოსახლეობას შეხვდა, სადაც არსებულ პრობლემებს გაეცნო და მოსახლეობასთან ერთად პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრა. სოფლებში საერთო პრობლემად სასმელი წყალი და შიდა გზები დასახელდა.

„პანკისის ხეობაში ხშირი შეხვედრები გვაქვს მოსახლეობასთან. უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, როგორც გზების კუთხით ისევე სასწავლო დაწესებულებების მხრივ, მაგრამ რჩება პრობლემები, რომლებიც  საბაზო ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული იქნება პანკისის ხეობის ყველა სოფელში“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა

„ვისაუბრეთ თუ როგორ შეიძლება გადაიჭრას სოფელში არსებული პრობლემები. მოსახლეობის ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი და პროექტები დაიგეგმოს მოსახლეობის საჭიროებიბის გათვალისწინებით“,- განაცხადა ლია გიგაურმა.

სოფელ ჯოყოლას მცხოვრების ლეილა აჭიშვილის თქმით, პანკისის ხეობაში გასულ წელტან შედარებით ტურისტების რაოდენობა გაზრდილია.

„მნიშვნელოვანია მოსახლეობასტან შეხვედრები, რადგან ხალხ ბევრი პრობლემა აქვს. ჩვენ  პირველ რიგში წყლის პრობლემა დავასახელეთ, შემდეგ  ხიდის და სპორტული კომპლექსის ჯოყოლოში.  შეგვპირდნენ, რომ ეს პრობლემები 2020 წლისთვის მოგვარდება“,- აღნიშნა ლეილა აჭიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები