გიორგი ხოჯევანიშვილი ხაშურის სოფლების პრობლემებს ადგილზე გაეცნო
შიდა ქართლის სახელემწიფო რწმუნებული – გიორგი ხოჯევანიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხაშურის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის: გომის, ტეზერის, ცხრამუხისა და ქვიშხეთის მოსახლეობას შეხვდა. სახელმწიფო რწუნებული სოფლებში არსებულ პრობლემებსა და მოსახლეობის ყოფას ადგილზე გაეცნო.
შეხვედრებზე ადგილობრივების მხრიდან ძირითადად სასმელი წყლისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პრობლემა წამოიჭრა, რაზეც ხელისუფლებისგან სწრაფი და ეფექტური მოგვარების პირობა მიიღეს.
“მსგავსი სახის შეხვედრები ჩვენი მხრიდან ინტენსიურად მიმდინარეობს. აუცილებელია პრობლემების ადგილზე გაცნობა და მათი ეფექტურად გადაჭრის გზების მოძიება. დღევანდელი შეხვედრებიც სწორედ ამას ემსახურება გავიგოთ რა უჭირთ ჩვენი რეგიონის მოსახლეობას”,- განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
“ჩვენთვის უმთავრესია შიდა საუბნო გზების გაკეთება განსაკუთრებით ზამთარში შეუძლებელია ფეხით გადაადგილება, რადგან სულ ტალახია და ბავშვები სკოლაში ვერ მიდიან”,-განაცხადა სოფელ ტეზერში მცოვრებმა ლამზირა მანოიანმა.