იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ოფურჩხეთის მოსახლეობას საბავშვო ბაღის გაფართოებას დაპირდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული – ზვიად შალამბერიძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერთან – გრიგოლ იოსელიანთან და პარლამენტის წევრ ლადო კახაძესთან ერთად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების: ჯიმასტარო, ოფურჩხეთი, გუმათი, ჟონეთისა და ნამოხვანის მოსახელეობას შეხვდა.

ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილზე მოისმინეს მოსახლეობის პრობლემები და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
​აღნიშნულ სოფლებში ძირითადად წყლის, შიდა გზებისა და გაზიფიცირების პრობლემებია. სოფელ ოფურჩხეთში კი საჭიროა საბავშვო ბაღის გაფართოებაც.
ადგილობრივების თქმით,საბავშვო ბაღი გაფართოებასთან ერთად ბავშვების ჯგუფებად განაწილებას საჭიროებს, რისთვისაც აუცილებელია, არსებულ შენობაზე მოხდეს ფართის მიშენება.

როგორც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე აღნიშნავს, მოსახლეობასთან დიალოგის ფარგლებში შეხვედრებზე მრავალი პრობლემა იჩენს თავს და ხელისუფლება თითოეული მათგანის მოგვარებას მაქსიმალურად ეფექტურად და მოკლე დროში შეეცდება. მისივე თქმით, ის, რომ სოფელ ოფურჩხეთში ბაღის გაფართოების მოთხოვნა სასიხარულო ამბავია.

“მოსახლეობასთან დიალოგის ფარგლებში ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს. ვიმყოფებით წყალტუბოს სოფლებში, სადაც მოვისმინეთ ის საკითხები, რაც აწუხებს მოსახლეობას. დავგეგმეთ მათი აღმოფხვრის და შესრულების გზები – როგორიც შეიძლება იყოს გზის ,განათების და ბაღის მშენებლობა. სასიხარულო ამბავია, რომ საბავშვო ბაღი, რომელიც გათვლილია ოცდაათ ბავშვზე, სინამდვილეში უფრო მეტია მოთხოვნა, საჭიროა რომ ბაღი გაფართოვდეს და უფრო მეტი ბავშვი იქნეს მიღებული მომავალ წელს“, – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები