ახალციხის სოფელ წყორძაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ახალციხის სოფელ წყორძაში ცუცქირიძეების საცხოვრებელ სახლს სახურავი დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია. სპეციალისტები ლიკვიდაციაზე მუშაობენ.
შემთხვევა დღეს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. ადგილზე ოთხი სახანძრო ჯგუფი მუშაობდა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. მიზეზი, რის გამოც ხანძარი გაჩნდა, ჯერჯერობით, უცნობია.