რუსთავში ნარკოტიკის მოხმარებისთვის ერთი პირი დააკავეს
რუსთავში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი კომპანია “ინტერტრანსის” მიკროავტობუსის მძღოლია.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.
ინფორმაციის დასადასტურებლად, “რეგიონული კვირა” კომპანია “ინტერტრანსთან” დაკავშირებას შეეცადა, თუმცა კომპანიის მითითებულ ნომერზე არ გვიპასუხეს.